შეკვეთის განთავსებით თქვენ თანხმობას აცხადებთ წინამდებარე შეთანხმების პირობებზე (“შეთანხმება”) ისევე, როგორც კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. ყველა ქვემოთ ხსენებული პირობა არეგულირებს თქვენ და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას. თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ პირობებს, უნდა შეწყვიტოთ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა. ტერმინი “თქვენ” მიუთითებს პირზე, რომელიც შედის ვებ გვერდზე ან სარგებლობს ვებ გვერდით ან ჩვენი სხვა პლატფორმის მომსახურებით (“მომხმარებელი“).
GLAMOUSY-ის მეშვეობით პროდუქტის შეძენის მიზნით, ვალდებული ხართ დარეგისტრირდეთ მომხმარებლად და გაიაროთ ვებ გვერდზე ავტორიზაცია; გამარტივებული ავტორიზაციის მიზნით თქვენ შესაძლოა რეგისტრაცია შეძლოთ მობილური ნომრის საშუალებით. ვებ გვერდზე რეგისტრაციისას ვალდებული ხართ, მიუთითოთ აქტიური ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. GLAMOUSY თქვენთან ურთიერთობისთვის გამოიყენებს რეგისტრაციისას მითითებულ თქვენს საკონტაქტო მონაცემებს.

1. ზოგადი პირობები
1.1. GLAMOUSY-ს მომსახურებით სარგებლობისთვის თქვენ აცხადებთ და იძლევით
გარანტიას, რომ:
1.1.1. იმოქმედებთ წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად;
1.1.2. წარმოადგენთ უფლებაუნარიან და ქმედუნარიან პირს;
1.1.3. GLAMOUSY – იურიდიული სტატუსი:  ინდივიდუალური მეწარე თამაზი სპანდერაშვილი 01017024907
1.1.4. სრულად პასუხისმგებელი ხართ ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც ხორციელდება
თქვენი მომხმარებლის ანგარიშით ვებ-გვერდზე ყოფნის ან GLAMOUSY–ის
მომსახურებით სარგებლობის დროს;
ვებ გვერდზე რეგისტრაციის მიზნით GLAMOUSY-სთვის მიწოდებული ინფორმაცია
არის ზუსტი და უტყუარი. GLAMOUSY-სთვის წარდგენილი დოკუმენტები (ასეთის
არსებობის შემთხვევაში) წარმოადგენს სრულ და მოქმედ რედაქციას;
1.1.5. არ მოახდენთ GLAMOUSY–ის რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერ
გარემოში, GLAMOUSY–ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
1.1.6. სრულად აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ თქვენი მომხმარებლის
ანგარიშიდან GLAMOUSY-ს მეშვეობით პროდუქტის შეძენისას ჩვენ ვივარაუდებთ,
რომ თქვენ წარმოადგენთ გამოყენებული საბანკო ბარათის უფლებამოსილ
მფლობელს;

1.1.7. სრულად აცნობიერებთ და ეთანხმებით იმ შედეგებს, რაც შესაძლებელია
მოჰყვეს ვებ გვერდით სარგებლობისას განხორციელებულ ქმედებებს/ოპერაციებს და
აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობას იღებთ მათ შედეგებზე, მათ შორის
რომელიც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება პროდუქტის შეკვეთით, დამატებით,
გაუქმებით და მომსახურების საფასურის გადახდით;
1.1.8. სრულად აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ GLAMOUSY უფლებამოსილია
დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, მათ შორის და არა მხოლოდ თქვენ
მიერ GLAMOUSY-სთვის ან/და მისი წარმომადგენლისთვის გადაცემული პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტები, წინამდებარე შეთანხმებით და პერსონალურ
მონაცემთა დამუშავების და დაცვის პოლიტიკით განსაზღვრული მიზნით;
1.1.9. GLAMOUSY უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს,
კანონმდებლობის ფარგლებში შეცვალოს წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმების
პირობები, წესები, ან/და ტარიფები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამის
შესახებ გონივრული ვადით ადრე, ელექტრონული ფოსტის ან მოკლე ტექსტური
შეტყობინების სახით აცნობოს დარეგისტრირებულ მომხმარებლებს;

2. შეკვეთის და მიწოდების პირობები
2.1. GLAMOUSY გთავაზობთ გამოწერის მომსახურებას (PREORDER), წინასწარ შეკვეთებს.
პროდუქცია მზადდება ჩინეთში. მას შემდეგ რაც განათავსებთ შეკვეთას GLAMOUSY.ge ზე
ან GLAMOUSY-ის სხვა სავაჭრო პლატფორმაზე, GLAMOUSY აწარმოებს პროდუქტის
გამოწერას, ჩამოტანას საქართველოში და შემდეგ დამკვეთთან მიწოდებას.
მომხმარებელი თავად არჩევს სასურველ პროდუქტის ზომას, ფერს, GLAMOUSY
სთავაზობს გამოწერის მომსახურებას;
2.2. GLAMOUSY არ წარმოადგენს ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქტის მწარმოებელს.
მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტის შეკვეთიდან გამომდინარე, ხდება ყველა
საჭირო მხარესთან კომუნიკაცია შეძენილი პროდუქციის მომხმარებლამდე მიწოდებაზე;
2.3. GLAMOUSY ვებგვერდზე ასევე სხვა სავაჭრო პლატფორმაზე განთავსებულია პროდუქცია
და ფასები (ცალ-ცალკე პროდუქტის და გამოწერის მომსახურების ღირებულება).
2.4. GLAMOUSY თანამშრომლობს მხოლოდ ხარისხიან სანდო მომწოდებლებთან. თითოეული
შეკვეთა გადის შემოწმებას არ ჰქონდეს რაიმე თავდაპირველი წუნი და მხოლოდ ამის
შემდეგ იგზავნება საქართველოში. გამოწერილი ნივთის მიწოდების დრო განსხვავდება
პროდუქციის ადგილმდებარეობიდან და სხვა გარემოებიდან გამომდინარე. გამოწერის
სტანდარტული საშუალო პერიოდია 2 კვირა.
2.5. ნებისმიერი მიზეზით დაგვიანების შემთხვევაში, გამოსწორების მიზნით, გონივრული
ვადა განისაზღვრება დამატებით 3 კვირით.
2.6. დამატებით ვადის გასვლის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია
დაუყონებლივ მოითხოვოს შეკვეთის გაუქმება.
2.7. შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს 10 სამუშაო დღის განმავლობაში
სრულად აუნაზღაურდება გადახდილი თანხა.

3. კანონისმიერი გარანტია:
3.1. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი ამანათის მიღების შემდეგ განმავლობაში განაცხადებს,
რომ მიწოდებული ამანათი მიწოდების მომენტამდე შეიცავდა ტრანსპორტირების
მომსახურების დროს მიღებულ ზიანს/ნაკლს, მომხმარებელი უფლებამოსილია

მოითხოვოს პროდუქტის გადაცვლა ან დაბრუნება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი
საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს
დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ,
საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ
შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის
ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების
ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
3.2. ზემოაღნიშნული უფლებით სარგებლობა მომხმარებელს ნივთის შეძენიდან 2 (ორი)
წლის განმავლობაში შეუძლია.
3.3. ნაკლის/წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, შეკვეთის გადაცვლა/დაბრუნების მოთხოვნა
შესაძლებელია ვებგვერდზე არსებული გადაცვლა/დაბრუნების ფორმის გაგზავნით.
3.4. იმ შემთხვევაში თუ გადასაცვლელი პროდუქცია ხელმისაწვდომი არ არის, მომხმარებელს
უფლება აქვს მოითხოვოს სხვა მოდელში გადაცვლა ან გადასაცვლელი პროდუქტის შეკვეთა.

4. პროდუქტის შეძენა
4.1. GLAMOUSY-ს მეშვეობით პროდუქტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული
მომხმარებლის ანგარიშიდან;
4.2. პროდუქტის შეძენის მიზნით ვალდებული ხართ გაიაროთ ავტორიზაცია ვებ გვერდზე.
ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნიკალური იდენტიფიკატორების
მეშვეობით;
4.3. ავტორიზაციის გავლის შემდეგ GLAMOUSY-ს კატალოგიდან ირჩევთ თქვენთვის
სასურველ შეთავაზებას და ანგარიშსწორების მეთოდს;
4.4. GLAMOUSY-სა და მიმწოდებელს შორის შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში
ანგარიშსწორება შეგიძლიათ განახორციელოთ როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო
ანგარიშსწორების მეთოდებით შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
4.4.1. ანგარიშსწორება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში;
4.4.2. ნაღდი ანგარიშსწორების მეთოდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეგიძლიათ
ისარგებლოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ტრანსპორტირება
განხორციელდება GLAMOUSY-ს საკურიერო სერვისის გამოყენებით;
4.4.3. უნაღდო ანგარიშსწორებით შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც შეკვეთის
განხორციელების მომენტში ვებ-გვერდზე ჩართული ელექტრონული კომერციის
გამოყენებით, აგრეთვე უშუალოდ პროდუქტის ჩაბარების მომენტში პოს-
ტერმინალის მეშვეობით.

5. ტრანსპორტირება
5.1. GLAMOUSY უზრუნველყოფს თქვენ მიერ შეძენილი პროდუქტის ტრანსპორტირებას
შემდეგი პირობებით:
5.1.1. მიმწოდებლის მიერ GLAMOUSY-სთვის ან/და მისი წარმომადგენლისთვის
პროდუქტის შესაბამის ვადებში მოწოდების შემთხვევაში, შეძენილი პროდუქტის
ტრანსპორტირება თბილისში განხორციელდება 1-7 სამუშაო დღის განმავლობაში;
5.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ჩაბარების მისამართი იქნება თბილისის ფარგლებს
გარეთ, პროდუქტის ტრანსპორტირება განხორციელდება 3-7 სამუშაო დღის
განმავლობაში;

5.1.3. შეძენილი პროდუქტის ტრანსპორტირება განხორციელდება თქვენ მიერ შეკვეთის
განხორციელებისას მითითებულ მისამართზე.
5.2. GLAMOUSY უფლებამოსილია არ განახორციელოს პროდუქტის ტრანსპორტირება იმ
შემთხვევაში, თუ პროდუქტის შეძენისას თქვენ მიერ დაფიქსირებული მისამართი
გაურკვეველია ან/და ვერ ხერხდება თქვენთან დაკავშირება ვებ გვერდზე მითითებულ
საკონტაქტო მონაცემებზე;
5.3. პროდუქტის ჩაბარების მიზნით, პროდუქტის მიმღები ვალდებულია GLAMOUSY-ს ან/და
მის წარმომადგენელს წარუდგინოს შეკვეთის უნიკალური კოდი და პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტი;
5.4. პროდუქტის  ჩაბარების დადასტურების მიზნით GLAMOUSY უფლებამოსილია,
მომხმარებლის წინასწარი თანხმობით, აწარმოოს პროდუქტის ჩაბარების პროცესის
ვიდეომონიტორინგი და შეინახოს ვიდეო ჩანაწერი GLAMOUSY-ს მიერ განსაზღვრული
ვადით.

6. მხარეთა პასუხიმგებლობა
6.1. GLAMOUSY არ აკონტროლებს ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქტის
ხარისხს. GLAMOUSY არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას პროდუქტის რეალური
მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, GLAMOUSY არ იძლევა გარანტიას, რომ პორტალზე
განთავსებული მონაცემები დაემთხვევა პროდუქტის რეალურ მონაცემებს;
6.2. GLAMOUSY პროდუქტის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს შეკვეთის განხორციელების
მომენტში თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე. პროდუქტის არაუფლებამოსილი პირის
მიერ ჩაბარებით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე სრულად პასუხისმგებელი
ხართ თქვენ;
6.3. მისამართზე პროდუქტის ჩაბარება ხორციელდება შეკვეთის უნიკალური კოდის
საფუძველზე. თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ შეკვეთის უნიკალური კოდის
უსაფრთხოება;
6.4. GLAMOUSY პასუხს არ აგებს არასწორად მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტ(ებ)ის
ან/და ყალბი ხელმოწერის საფუძველზე პროდუქტის ჩაბარების შედეგად თქვენთვის
ან/და მესამე პირებისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე;
6.5. GLAMOUSY-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა თქვენს მიერ თქვენი მომხმარებლის
ანგარიშის წაშლის/დაბლოკვის გამო დამდგარი ნებისმიერი შედეგისთვის.

7. ინტელექტუალური საკუთრება და მარკეტინგული თანამშრომლობა
7.1. თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ ინტელექტუალური პროდუქტით სარგებლობის
წესები და პირობები. თქვენ არ უნდა წამოაყენოთ რაიმე პრეტენზია მათზე ნებისმიერ
დროს, მათ შორის ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც. თქვენ იყენებთ
ინტელექტუალურ პროდუქტს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც დაშვებულია ამ
შეთანხმებით და მხოლოდ ამ შეთანხმებით მოქმედების ვადის განმავლობაში. თქვენ არ
უნდა განახორციელოთ რაიმე ქმედება და არ უნდა მოიქცეთ ისე, რაც არათავსებადია
ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან და უნდა გამოიჩინოთ გონივრული
მზრუნველობა ამ უფლებების დასაცავად დარღვევისგან ან ზიანის მიყენებისგან.

7.2. ინტელექტუალური პროდუქტის ნებისმიერი სახით გამოყენება, ადაპტირება ან/და
ცვლილება საჭიროებს ინტელექტუალური საკუთრების უფლების მქონე შესაბამისი
პირის წერილობით თანხმობას;
7.3. GLAMOUSY იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს მოგთხოვოთ შეწყვიტოთ
ინტელექტუალური პროდუქტის გამოქვეყნება, გავრცელება ან/და სხვაგვარად
შეზღუდოს თქვენ მიერ მათი გამოყენება;
7.4. წინამდებარე შეთანხმების პირობებზე დათანხმებით თქვენ აცხადებთ ცალსახა და
უპირობო თანხმობას, ნებისმიერ დროს, შემდგომი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერი
მარკეტინგული ან/და სხვა მიზნებისთვის (რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ნებისმიერ
სახის სარეკლამო კამპანიას ან/და პრომო აქციას) GLAMOUSY-სგან ან/და სხვა პირებისგან
მიიღოთ ცნობა, წერილი, მოკლე ტექსტური ან ნებისმიერი სხვა შეტყობინება,
ელექტრონული ფოსტა ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით მიწოდებული ნებისმიერი
ინფორმაცია, ვებ-გვერდზე მითითებულ რეკვიზიტებზე. ამასთან, ზემოთ აღნიშნული
რეკვიზიტების ცვლილების შემთხვევაში, შეცვლილ რეკვიზიტებთან
მიმართებაში GLAMOUSY უფლებამოსილი იქნება გამოიყენოს წინამდებარე პუნქტით
მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება თქვენი ყოველგვარი შემდგომი თანხმობის
გარეშე;

8. შეთანხმების მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტა
8.1. წინამდებარე შეთანხმება თქვენთვის ამოქმედდება და შესასრულებლად
სავალდებულოა თქვენ მიერ მის პირობებზე დათანხმების მომენტიდან და მოქმედებს
წინამდებარე პუნქტით დადგენილი წესების შესაბამისად მის შეწყვეტამდე;
8.2. შეთანხმების მოქმედება შესაძლოა შეწყდეს:
8.2.1. GLAMOUSY-ს მიერ, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, იმ შემთხვევაშიც თუ აგენტი
სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს შეთანხმებით განსაზღვრულ ნებისმიერ
ვალდებულებას;
8.2.2. GLAMOUSY-ს მიერ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სრულად არ გაივლით სისტემაში
რეგისტრაციას;
8.2.3. მხარეთა შეთანხმებით;
8.2.4. თქვენ მიერ ვებ გვერდზე საკუთარი მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებით;
8.2.5. წინამდებარე შეთანხმებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა
შემთხვევებში;
8.3. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში GLAMOUSY უფლებამოსილია ვებ
გვერდზე დაბლოკოს/წაშალოს თქვენი მომხმარებლის ანგარიში ან/და გააუქმოს
რეგისტრაცია;
8.4. თქვენ მიერ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის
შემთხვევაში GLAMOUSY უფლებამოსილია არ განახორციელოს შეთანხმების მოქმედების
პერიოდში შეძენილი პროდუქტის საკურიერო მომსახურება.

9. მოქმედი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
9.1. წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე და მასთან დაკავშირებული ყველა დავა
უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით;

9.2. დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მოქმედებენ საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.